Social Icons

Featured Posts

воскресенье, 28 июля 2013 г.

შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა. იქ XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით ვტკბებით. კაშკაშა ფერის ტიტები ბაღს სადღესასწაულო განწყობას სძენენ. მათი მშვენებით შეგვიძლია ადრე გაზაფხული-დან ზაფხულის დამდეგამდე ვისიამოვნოთ. დეკორატორების აზრით, უმჯობესია, იშვიათი ჯიშები ბილიკთან ახლოს დავრგოთ, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს, კარგად ნაცნობი ტიტა კი `მასაშიც~ შეიძლება მოვაქციოთ.




ტიტა ტენის მოყვარული ყვავილია. თუ გაზაფხული მშრალია, აუცილებელია ყვავილის მორწყვა იმ სიხშირით, რომ ნიადაგი არ გამოშრეს. მოსარწყავად საჭიროა ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყალი. მორწყვისას ის ფოთლებს არ უნდა დაესხას. კარგი ყვავილობისა და გამრავლებისთვის აუცილებელია სასუქიც. მისი მიწოდება განსაკუთრებული რეჟიმით უნდა მოხდეს. პირველად - მაშინ, როცა ტიტა მწვანე ფოთლებს ამოიყრის. ამ დროს ერთ სათლ წყალზე აზოტოვანი სასუქი 30 გრამია საჭირო, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 20 გრამი. ყვავილობის წინ სასუქით გამდიდრების მეორე ეტაპი იწყება: აზოტოვანი სასუქი - 20 გრამი, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 30 გრამი. მესამედ სასუქის შეტანა ყვავილობის შემდეგ ხდება. ამჯერად 20 გრამი კალიუმიანი და 30 გრამი ფოსფორიანი სასუქია საკმარისი. ყვავილობის დასრულებისთანავე სათესლე კოლოფი უნდა გავხსნათ, რათა ბოლქვში არსებული საკვები ნივთიერებები თესლის წარმოქმნაზე არ დაიხარჯოს. თუ ყვავილის მოჭრა გადავწყვი-ტეთ, მცენარეს ქვედა 2-3 ფოთოლი უნდა დავუტოვოთ, რათა ბოლქვის ნორმალური კვება და განვითა-რება შევინარჩუნოთ. ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ საჭრელი ინსტრუმენტი ისევე შეიძლება ტიტის ინფიცირების მიზეზად იქცეს, როგორც ადამიანისა. ვირუსული ინფექცია, მაგალითად, ფურცლების სიჭრელე, ერთი ძირიდან მეორეზე რომ არ გადავიტანოთ, ინსტრუმენტს ყოველი ყვავილის მოჭრის შემდეგ დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ. გაცილებით მოხერხებულია, ყვავილი უბრალოდ მოვტეხოთ. თუ შევამჩნიეთ, რომ ტიტა ავად გახდა, უნდა შეველიოთ. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ავადმყოფი ყვავილი მიწიანად ამოვთხაროთ და დავწვათ. ფურცლების სიჭრელეს ადვილად შევამჩნევთ – ინფიცირებული ტიტის გვირგვინი ისეთი ხაზებითა და ლაქებით იფარება, როგორიც მოცემული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი. ხაზები ფოთლებზეც ჩნდება. ეს დაავადება ვირუსულია და, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მსგავსად, ადვილად ვრცე-ლდება. ბევრს წერენ იმის შესახებაც, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები დასნებოვნებულ ბოლქვებს ყიდიან, რომელთაგან აღმოცენებული ყვავილის გაჯანსაღება წარმოუდგენელია. ამიტომ უმჯობესია, ტიტის ბოლქვები მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში ან სანდო პირისგან შევიძინოთ.        



  ტიტა სოკოთიც შეიძლება დაავადდეს. ამ შემთხვევაში მას ფუნგიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. თუ წვიმიანი ამინდები დიდხანს გაგრძელდა, ფუნგიციდების გამოყენება პროფილაქტიკისთვისაც არის საჭირო. ამ მიზნით 20 გრამი ფუნგიციდი 10 ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ. უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ შესაძლოა, მავნებლებთან ბრძოლაც მოგვიხდეს. ამისთვის დაგვჭირდება სპაციალური ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებში შეიძლება. არსებობს დაავადებული ტიტების მკურნალობის სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ზოგიერთი მეყვავილე გვირჩევს, თუ ფოთლები გაყვითლდა, ტიტა ამოვთხაროთ, ბოლქვი გამოვაცალკეოთ, გავრეცხოთ და 30 წუთით ფუნგიციდის ხსნარში ჩავდოთ, შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში ისე გავაშროთ, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს, შემოდგომამდე სიბნელეში შევინახოთ, მერე კი კვლავ მიწაში ჩავრგოთ. რე-კომენდებულია, ბოლქვები ყოველ წელს ამოვთხაროთ და ადგილი ვუცვალოთ, თუმცა ბაღის ტიტის ამოთხრა მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ შეიძლება. ამ შემთხვევაში ბოლქვი ღრმად – 20-25 სანტი-მეტრ სიღრმეზე უნდა იყოს ჩარგული. არსებობს რეკომენდაციები ტიტების დარგვის ადგილის თაობაზეც. უმჯობესია, ქარისაგან დაცული ადგილი შევარჩიოთ. ხეების ჩრდილს არსებითი მნიშვნე-ლობა არ აქვს, რადგან ტიტა მაშინ ყვავის, როცა ხეები ჯერ არ არის გაფოთლილი. აუცილებელი ერთი პირობაა – ბოლქვი ისეთ ადგილას უნდა ჩავრგოთ, სადაც ტიტებს სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში უხარია. ეს ერთგვარი საკარანტინო ღონისძიებაა, რათა ახალი ბოლქვების დასნებოვნება თავიდან ავიცილოთ. ბოლქვები 10-20 სანტიმეტრ სიღრმეზე, ერთმანეთისგან 5-10 სანტიმეტრის დაშორებით უნდა ჩაირგოს. თუ გსურთ, რომ ტიტამ, უბრალოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში დაამშვენოს თქვენი ბაღი, შეგიძლიათ, რამდენიმე (5-დან 12-მდე) ბოლქვი ერთ ღრმულში მოათავსოთ 25 სანტიმეტრის სიღრმეზე.

 ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეებისბუჩქებისა და ბალახების,   აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმებისერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და
 განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანის,ქერქისტოტებისფოთოლისნაყოფისთესლისსოკოს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფსალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენწიწვოვანი მცენარეებიფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

კანიონი (ესპ. Cañón — მილი, ხეობა), მდინარის ღრმა ხეობა, ძალზე ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, ჩვეულებრივ, მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კანიონის — დიდი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ) სიგრძეა 320 კმ, სიღრმე — 1800 -მდე. კანიონები გვხვდება მთიან მხარეებში და მაღალ ვაკეებზე. ყოფილ სსრკ-ში უდიდესი კანიონებია სულაკის კანიონი 53 კმ დაღესტანში. კანიონისებრ ხეობაში მიედინება მდინარე იუფშარა (მდინარე ბზიფის აუზი) და ბევრი სხვა მდინარე საქართველოში.
    ვარდი(ROSA)-მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე არწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულიაეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.


ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდანთბილისისბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით.საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა დაშემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.
ფლორა  — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის,ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.
სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ
ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.
ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს. მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმაკარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.
გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:
  1. ალგოფლორა – წყალმცენარეების ფლორა;
  2. ბრიოფლორა – ხავსების ფლორა;
  3. დენდროფლორა – მერქნიანი მცენარეების ფლორა;
  4. ლიქენოფლორა – ლიქენების ფლორა;
  5. მიკოფლორა – სოკოების ფლორა;
  6. მიქსოფლორა – მიქსომიცეტების ფლორა.
საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენში საქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება.ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
  1. ლოკალური ენდემები;
  2. შედარებით ფართოდ გავრცელებული სახეობები.
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა.საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 8-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1941-1952). საქართველოში შესწავლილიარაჭა-ლეჩხუმისსვანეთისარაგვის ხეობისმესხეთისთრიალეთისკახეთისაჭარისაფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.