კანიონი (ესპ. Cañón — მილი, ხეობა), მდინარის ღრმა ხეობა, ძალზე ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, ჩვეულებრივ, მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კანიონის — დიდი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ) სიგრძეა 320 კმ, სიღრმე — 1800 მ-მდე. კანიონები გვხვდება მთიან მხარეებში და მაღალ ვაკეებზე. ყოფილ სსრკ-ში უდიდესი კანიონებია სულაკის კანიონი 53 კმ დაღესტანში. კანიონისებრ ხეობაში მიედინება მდინარე იუფშარა (მდინარე ბზიფის აუზი) და ბევრი სხვა მდინარე საქართველოში.
воскресенье, 28 июля 2013 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий